რეზონანსი
12.04.2019

 ყვარელში, ცენტრალურ ქუჩაზე მოძრავ მოპედს „ოპელის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც სხეულის დაზიანება მიიღო ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც მოპედს მართავდა.

სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ დაშავებული ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ გაუარაშვილის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცს მხრის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება. მისივე ინფორმაციით, ქირურგიული ოპერაციის ჩატარების მიზნით, ავარიისას დაშავებულის სხვა კლინიკაში გადაყვანა იგეგმება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×