(რეზონანსი) "ქართული ოცნების" დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი გამორიცხავს ეჭვს იმის თაობაზე, რომ შალვა შავგულიძე, რომელიც მოკლული სანდრო გირგვლიანის ოჯახის უფლებებს იცავდა, იმ დროს "ორმაგ თამაშს თამაშობდა":
"მე გამოვრიცხავ, რომ შალვა შავგულიძე იმ მომენტში თამაშობდა ორმაგ თამაშს. მე საერთოდ ეჭვიანი ადამიანი არ ვარ და ადამიანში ვეძებ კარგს. შალვაც ამ შემთხვევაში გამონაკლისი არ არის ჩემთვის" - განაცხადა ქუცნაშვილმა "პოლიტმეტრში".
დეპუტატმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის სუბიექტური აზრია, ივანიშვილს ეს მტკიცებითი ფორმით არ უთქვამს და შეკითხვა დასვა, რისი უფლებაც, ქუცნაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა.
ტელინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ შალვა შავგულიძე გირგვლიანის საქმეში იყო "თამაშის მონაწილე".