რეზონანსი
11.04.2019

 თბილისის მერისთვის მოულოდნელი იყო შალვა შავგულიძის დანახვა "ევროპული საქართველოს" წევრების გვერდით. განცხადება ამის შესახებ თავად კალაძემ გააკეთა. მისი თქმით, შავგულიძის მთაწმინდის მაჟორიტარად წარდგენის კადრები როცა ნახა, "ტელეფონი ხელიდან გაუვარდა". 

"ერთ მშვენიერ დღეს, ადამიანი შამპანურით სავსე ჭიქას უჭახუნებს იმ ადამიანს, რომელიც არის იმ გუნდის წევრი, რომელმაც გირგვლიანი მოკლა. მე რომ ვნახე ეს კადრები, ტელეფონი გამივარდა ხელიდან. გულწრფელად გეუბნებით. ნამდვილად არ ველოდები ამას. როდესაც შენ პირდაპირ მიბმული ხარ ნაციონალურ მოძრაობაზე (იმას ხომ არ ვიტყვით, ევროპული საქართველო და ენმ განსხვავდება, ეს ერთი ჯგუფია), ცხადია, ადამიანებს უჩნდებათ მოსაზრება რომ შენ ხარ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი და მათი იდეების გამზიარებელი", - განაცხადა კალაძემ "იმედის" ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×