რეზონანსი
11.04.2019

 (რეზონანსი) რუსეთი ევროპაში სრულმასშტაბიანი ომისთვის ემზადება. ამის შესახებ განცხადება უკრაინის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ალექსანდრ ტურჩინოვმა გააკეთა. იგი განმარტავს, რომ ვლადიმერ პუტინი შეიარაღებული ძალების ოპერატიული ჯგუფების მობილიზებას ახდენს.

ალექსანდრ ტურჩინოვი ირწმუნება, რომ უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან რუსეთის ფედერაციის სამხრეთის ოლქის მე-8 არმია არის განლაგებული, ჩრდილოეთით კი, დასავლეთის სამხედრო ოლქის მე-20 არმია.

„რუსეთის ფედერაცია ემზადება სამხედრო რეაგირებისთვის, ამაში გამოიყენებს სამხედრო კოსმოსური ძალების მე-6 და 44-ე არმიას. მოსკოვმა ჩვენს საზღვართან ახლოს რვა სარაკეტო ბრიგადა განათავსა,"- აცხადებს ტურჩინოვი.

გარდა ამისა, ტურჩინოვი ირწმუნება, რომ რუსებს მუდმივ მზადყოფნაში ჰყავთ პირველი სარეზერვო სატანკო არმია, 49-ე და 58-ე არმიები.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×