რეზონანსი
11.04.2019

 (რეზონანსი) ახალი რეგულაციები ტაქსის მძღოლებს უმუშევრად, უპუროდ ტოვებს, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ ტაქსისტების საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომლებიც სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან არიან შეკრებილები.

„გადადონ ეს რეგულაციები, რომლებიც ამ ადამიანებს სამუშაო ადგილებს აკარგვინებს, ტოვებს მათ უმუშევრად, უსახსროდ, უპუროდ," - განაცხადა გუგავამ. "ლეიბორისტული" პარტიის წევრები ხელისუფლებას ორდღიან ვადას აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. შეგახსენებთ, ტაქსის მძღოლების საპროტესტო მსვლელობა აგრარული უნივერსიტეტიდან დაიწყო. მძღოლები ახალი რეგულაციების 2 წლით გადავადებას მოითხოვენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×