რეზონანსი
11.04.2019

 ქართველი „კანონიერი ქურდი" მერაბ გოგია, რომელსაც ქურდულ სამყაროში „მელიას" მეტსახელით იცნობენ, მოსკოვში დააკავეს. განსაკუთრებულ დავალებათა სპეცრაზმმა კორპუსი, სადაც „კანონიერი ქურდი" ნაქირავებ ბინაში ცოხვრობდა, შტურმით აიღო.

სპეცრაზმის ერთი ნაწილი ბინაში აივნიდან შევიდა, მეორე ნაწილმა კი კარი შეანგრია. მათ ბინაში მყოფები იატაკზე დაყარეს და ძალის გამოყენებით იზოლატორში გადაიყვანეს. 

ქართველ „კანონიერ ქურდთან" ერთად დაკავებულია, ვინმე სახაროვი, რომელიც რუსეთის მოქალაქე არ გახლავთ და სავარაუდოდ მას ქვეყნიდან გააძევებენ. ბინაში ჩხრეკისას სამართალდამცავებმა სამი სხვადასხვა პასპორტი ამოიღეს, რომლებიც ყალბი აღმოჩნდა. 

„მელია", იგივე მერაბ გოგია (დაბ.1953 წ. 23 ივლისს) ქუთაისელი „კანონიერი ქურდია", რომელიც წლებია რუსეთში ცხოვრობს, შემდეგ ესპანეთში გადასახლდა, სადაც იგი ინტერპოლის მიერ ე.წ.„წითელი ცირკულარით" იძებნებოდა. 2006 წელს ესპანელებმა დააკავეს და თბილისს გადმოსცეს, კრიმინალური ავტორიტეტი მე-7 საპყრობილეში მოათავსეს. მას უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია ედებოდა ბრალად. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ის კვლავ რუსეთში ჩავიდა. 

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×