რეზონანსი
11.04.2019

 (რეზონანსი) მსჯავრდებულმა ბექა გელხაურმა პროტესტის ნიშნად მან რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა რკინის ნივთები გადაყლაპა, მათ შორის არის რამდენიმე ათეული მაგნიტი და საჭრელი. გელხაური ამ დრომდე სასჯელაღსრულების ნომერ მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. გელხაური ოპერაციაზე უარს ამბობს ვიდრე იუსტიციის მინისტრს და მთავარ პროკურორს არ შეხვდება.

დღეს ადვოკატმა და მსჯავრდებულის ოჯახის წევრებმა პროკურორთან შეხვედრა მოითხოვეს.

„შემოვიტანე განცხადება და მოვითხოვე სასწრაფოდ მთავარ პროკურორთან და თეა წულუკიანთან შეხვედრა, რადგანაც ამას ითხოვდა მსჯავრდებული. რომელსაც აქვს გადაყლაპული 51 ცალი ე.წ. "კუსაჩკა," 5 მაგნიტი და 2018 წლის 17 სექტემბრის შემდეგ შიმშილობს,"-განაცხადა ბექა გელხაურის ადვოკატმა, ლალი ბუნტურმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×