რეზონანსი
11.04.2019

 (რეზონანსი) ქუთაისში რამდენიმე დღის წინ ქალის ცხედარი იპოვეს. აღნიშნულის შესახებ „კვირის პალიტრასთან" ადვოკატი ლედი ტუკვაძე საუბრობს და დეტალებს ასაჯაროვებს:

„იმედია, დეტალებს სამართალდამცავები დაადგენენ. ქუთაისის მთავარი სამმართველო იძიებს ამ საქმეს და ვფიქრობ, რომ სასწრაფოდ უნდა გაიხსნას ეს საშინელი ამბავი. უბედურებაა, ქალი სადისტმა დაასახიჩრა და დაანაწევრა და მერე სადღაც მიაგდო და თვითონ, ალბათ, თავისუფალია. ეს ფაქტი რატომღაც არ გახმაურებულა. ვერ გამიგია, რატომ არ ხდება სასწრაფოდ გამოძიება და დეტალების გარკვევა. ჯობია ასეთი მძიმე დანაშაულები დროულად გამოავლინონ და ამას მიხედონ. რატომ დუმან?" - განაცხადა ტუკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×