რეზონანსი
11.04.2019

 (რეზონანსი) ზუგდიდის ზედაეწერის საბავშვო ბაღის მასწავლებელი ინგა ვეკუა, რომელმაც 5 წლის ბავშვზე იძალადა, სამსახურიდან გაათავისუფლეს, მას უფლებამოსილება დღეიდან შეუჩერდა.

ამის შესახებ „პრაიმტაიმს" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს ხელმძღვანელმა ხათუნა თოლორაიამ უთხრა.

„ზუგდიდის რაიონული სასამართლოსგან მოგვივიდა განჩინება, რის საფუძველზეც მას შეუჩერდა უფლებამოსილება.

გუშინ მოგვივიდა წერილი, სადაც ისინი ჩვენგან რეაგირებას ითხოვენ. დღეიდან არ იმუშავებს ბაღის აღმზრდელად.

დაველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც სავარაუდოდ 2 თვეში გაიმართება ", - ამბობს თოლორაია.

ბაღის აღმზრდელს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა. მშობელი მასწავლებელს 5 წლის ბავშვზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, აღმზრდელის მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის და ბავშვზე ხელით შეხების ფაქტს თვითონ შეესწრო. შს სამინისტრომ მასწავლებელს ბრალი 126-ე, ძალადობის მუხლით წარუდგინა.

 

 

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×