რეზონანსი
11.04.2019

 (რეზონანსი) თბილისში ტაქსის მძღოლებს მანქანების გადაღებვა აღარ მოუწევთ. როგორც მერის მოადგილე ილია ელოშვილმა თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,

მერია ტაქსის მძღოლებს ავტომანქანაზე თეთრი ფერის ფირის გადაკვრას სთავაზობს.

თეთრი ფერით გადაღების ნაცვლად, ტაქსის მძღოლები ავტომანქანას გადააკრავენ თეთრ ფირს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ თეთრი ფერით შეღებვა, მათი განცხადებით, იწვევს მანქანის ფასის დავარდნას, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ამ დათმობაზე წასვლა, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

როგორც ელოშვილმა აღნიშნა ფირის გადაკვრის ფინანსურ უზრუნველყოფასაც თბილისის მერია მოახდენს.

 

 

"primetime"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×