რეზონანსი
11.04.2019

 საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა, ჯაბა ჯიშკარიანმა და ვატო შაქარაშვილმა "ქართული ოცნება" დატოვეს. ისინი დავით მაღრაძის მოძრაობას „დაიცავი საქართველოს“ შეუერთდებიან. ორივე დეპუტატმა უმრავლესობიდან წასვლა ჯერ კიდევ მაშინ დააანონსა, როცა პარლამენტში ბესელიას ჯგუფი გავიდა უმრავლესობიდან.

"ძალიან კარგად ვნახეთ, რომ მიმდინარეობს ზეწოლა საზოგადოებაზე, თითქოს ლევან მურუსიძე  გმირია, ლევან გოგიჩაიშვილისა და ჩვენი თანამოაზრეების გადაწყვეტილება კი იყო ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე წყლის დასხმა. ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია", – განაცხადა ჯიშკარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×