რეზონანსი
11.04.2019

 „ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრმა პროტესტის ნიშნად ღამე ბათუმის მერის მისაღებში გაათენა. ოპოზიციის წევრები აიპ-ებში დასაქმებულთა შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვენ, რადგან ვარაუდობენ რომ აიპ-ებში ნეპოტიზმის შემთხვევები ხშირია. ოპოზიციამ მთავრობას ვადას დღის ბოლომდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მერის კაბინეტის კარის აჭედვას გეგმავენ.

"არ გვაძლევენ სიებს. გვეუბნებიან, რომ ეს არის პირადი ინფორმაცია. ჩვენ გვაქვს 100% -იანი ინფორმაცია, რომ დასაქმებული ჰყავთ თავისი ოჯახის წევრები რომლებიც არიან კონსულტანტებად გაფორმებული და ოთხიდან რვა ათას ლარამდე ხელფასს უხდიან. დღეს ბათუმის მერია არის ყველაზე კორუმპირებული ქალაქში. თუ ქალაქის მერი არ მოგვცემს ამ სიებს ჩვენ ქალაქის მერს კაბინეტს ავუჭედავთ,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლიანობა და დემოკრატიის პრინციპების” ხელმძღვანელმა, ჯელალ ქიქავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×