რეზონანსი
11.04.2019

 სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში მომხდარი შტორმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ტელეარხი  ალ ჯაზირა იუწყება. გარდა ამისა, ციკლონის შედეგად დაახლოებით 2000 ადამიანი დაზარალდა.

გაერთიანებულ ერების ორგანიზაციამ ციკლონი "იდაი" ერთ-ერთ ყველაზე სასიკვდილო შტორმად აღიარა სამხრეთ ნახევარსფეროში.

ციკლონის შედეგად დაზიანებულია სახლები, გზები და ხიდები, ასევე შეზღუდულია ელექტროენერგიის მიწოდება. ციკლონი მოზამბიკის ცენტრალურ ნაწილს 15 მარტს დაატყდა თავს და რამდენიმე დღე მძვინვარებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×