რეზონანსი
10.04.2019

 (რეზონანსი) ბიძინა ივანიშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გადაყვანას მპირდებოდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა.

გედევან ფოფხაძის განცხადებით, ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ვანო ზარდიაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გადავიდოდა და ამ გზით, კომიტეტის თავმჯდომარეთა მოადგილეების ერთგვარი „გაცვლა" მოხდებოდა, ვინაიდან არც ვანო ზარდიაშვილს ჰქონდა კარგი ურთიერთობა იურიდიული კომიტეტის მაშინდელ თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან და არც გედევან ფოფხაძესა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძეს შორის არსებობდა კარგი დამოკიდებულება. გედევან ფოფხაძისგანცხადებით, ივანიშვილმა აღნიშნული დაპირება „ქართული ოცნების" თავმჯდომარედ არჩევის შემდგომ მისცა.

ამ თემაზე და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე გედევან ფოფხაძემ"პალიტრანიუსის" გადაცემაშიც "360 გრადუსი" ისაუბრა.

„სამწუხაროდ, ბატონ ბიძინას რაღაცეები ავიწყდება. მას დაავიწყდა, რომ როგორც პარტიის თავმჯდომარემ ჩამომართვა ხელი და მომცა პირობა, რომ ვანო ზარდიაშვილს გადავიყვან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში პირველ მოადგილედ და შენ გადმოგიყვან იურიდიულ კომიტეტშიო. უმრავლესობის სხდომაზე. ეს ხდებოდა მისი დაბრუნების შემდეგ. როდესაც ივანიშვილი დაბრუნდა და ჩვენს შორის მოხდა პირველი შეხვედრა, ჩემი, ზაზა პაპუაშვილისდა ნუკრი ქანთარიას მონაწილეობით, მოვისმინეთ მისი პოზიცია, მან მოისმინა ჩვენი პრეტენზიები და მე ბევრი რამ ვუხსენე, მათ შორის ვანო ზარდიაშვილი", - განაცხადა გედევან ფოფხაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×