რეზონანსი
10.04.2019

 (რეზონანსი) თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურის მოლარესა და მოქალაქეს შორის ინციდენტი მოხდა, ამის მიზეზი კი დოლარის გადახურდავების სანაცვლოდ აღებული 9 პროცენტი გახდა, რის შესახებაც მომხმარებელს ინფორმაცია არ მიაწოდეს და 200 დოლარის დახურდავების შემდეგ მას 50 ლარი საკომისიო გადაახდევინეს, რაც მოქალაქე ზაზა მეზვრიშვილმა გააპროტესტა. თავის მხრივ, ჯიხურის მოლარე ამბობს, რომ უცხოური ვალუტის გადახურდავების სანაცვლოდ საკომისიო გადასახადი დარეგულირებულია ეროვნული ბანკის მიერ და მათ ამის უფლება აქვთ.

როგორც სოციალურ ქსელში წერენ, საბოლოოდ მან თანხა უკან მიიღო, თუმცა ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის ადმინისტრაციამ სასამართლოში უჩივლა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×