რეზონანსი
10.04.2019

 (რეზონანსი) ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად თუ არ გავკოჭეთ, გადაიყოლებს ქვეყანას - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას. უგულავას თქმით, ივანიშვილი ხიფათისმომტანია ქვეყნისთვის:

„როდესაც ხელისუფალი იწყებს დამადლებას თავისი გაკეთებული საქმეების მიმართ, ის ხელისუფალი სწრაფად არის სახლში გასაშვები. იმიტომ რომ ხიფათის მეტი მისგან არაფერი მოდის.

უტიფრობის ზეიმი იყო და აბსოლუტურად, მეორე მხრივ, სიზიფეს შრომაა ის, რასაც ეს კაცი აპირებს. ისტორიის გადაწერა და ის იერალაში, რაც მას თავში აქვს, მათ შორის, საქართველოს უახლეს ისტორიასთან დაკავშირებით, ის გადმოიტანოს სერიალებში და თავისი პარალელური რეალობა შემოგვახვიოს და შემოგვაჩეჩოს. ან ვხედავთ მის დახარჯულ ფულს პირდაპირ პოლიტიკურ მოსყიდვაზე ან ვხედავთ სერიალების შექმნაზე ან ის რაღაც საზიზღრობა რაც გადაიღო ერთი, მისი დაკვეთით, უამრავი მილიონი რომ დაჯდა, ახლა თავიდან უნდა გვასწავლოს საქართველოს ისტორია. ვაშა, ამ ახალ საქართველოს. ეს არის მთელი პათოსი, რაც გამომდინარეობდა ბიძინა ივანიშვილისგან. ისევ ვიმეორებთ, პოლიტიკურად ეს ადამიანი თუ არ გავკოჭეთ, გადაიყოლებს ქვეყანას. ყოველი დღე არის საგანგაშო უკვე ამ ადამიანის ხელისუფლებაში ყოფნის," - განაცხადა გიგი უგულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×