რეზონანსი
10.04.2019

 (რეზონანსი) მოკრივემ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთიდან რიჩარდ ბიტიევმა, თავის თანამემამულეს, მოწინააღმდეგეს კრივის საერთაშორისო ტურნირზე ტაირ კელეხსაევს ფეხში პნევმატური იარაღიდან ესროლა.

მოკრივეები ერთმანეთს „ალანიას სახელმწიფოს თასზე" უნდა შეხვედროდნენ. ქელეხსაევის ფეხში დაჭრის შემდეგ, ბიტიევი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ადგილობრივმა დე-ფაქტო სამართალდამცველებმა მასზე ძებნა გამოაცხადეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კელეხსაევის ჭრილობა მის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, თუმცა ტურნირში მონაწილეობის მიღებას ვეღარ გააგრძელებს.

სამართალდამცავი ორგანოები კონფლიქტის გამომწვევის მიზეზის დადგენაზე მუშაობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×