(რეზონანსი) მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ალექსი გეწაძე კვირას საკუთარი სახლიდან საავადმყოფოში დასისხლიანებული გადაიყვანეს.
„პრაიმტაიმის" ცნობით, მსახიობი საკუთარი სახლის სადარბაზოში ნაცემი შევიდა, მოგვიანებით კი მის სახლთან სასწრაფო დახმარების მანქანა და პოლიციის ეკიპაჟი იხილეს.
ის რეანიმაციულ განყოფილებაში, უმძიმეს მდგომარეობაში, იმყოფება. თეატრის მსახიობებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.
"ალექსი გეწაძე ნამდვილად არის მოთავსებული რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა დაშავების მიზეზი, არ ვიცით. რა მოხდა, ვერ გეტყვით... ეს ინფორმაცია ჩვენს თანამშრომელს ალეკოს ძმამ უთხრა. ძმის საკონტაქტო ნომერი ჩვენ არ გვაქვს.
"მხოლოდ ის ვიცით, რომ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მეტს ვერაფერს გეტყვით", - ამბობს "პრაიმტაიმთან" მარჯანიშვილის თეატრის პიარსამსახურის უფროსი თამარ ლალიაშვილი
ალექსი გეწაძე მარჯანიშვილის თეატრის დასში 1980 წლიდან ირიცხება. უთამაშია თემურ ჩხეიძის, ლევან წულაძის, მედეა კუჭუხიძის, გიზო ჟორდანიას და სხვათა სპექტაკლებში.