რეზონანსი
10.04.2019

 (რეზონანსი) ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული ეგსჰუმაციის შედეგით დადგინდა, რომ ახალციხეში 27 იანვარს 80 წლის დედა, შვილს არ მოუკლავს.

გარდაცვლილი ქალბატონი, შვილმა ერთ დღეში ისე დაკრძალა, რომ ეს არავისთვის შეუტყობინებია. სწორედ ამიტომ მეზობლებს და ნათესავებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ შვილმა დედა მოკლა და ამის გასარკვევად მათ პოლიციასაც მიმართეს.

გვამის ეგსჰუმაციის შედეგების მიხედვით კი ქალბატონის ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება და მისი სიკვდილის სავარაუდო მიზეზად გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა სახელდება.

ინფორმაცია ექსპერტიზის ჩატარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×