რეზონანსი
10.04.2019

 გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ჩკალოვის ქუჩაზე მდებარე უფასო სასადილოში, წვნიანი კერძი კომბოსტოს გარეშე მზადდება. დამატებით ვრცელდება ფოტო, სადაც მხოლოდ სითხით სავსე თეფშია გადაღებული. 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ისნის რაიონის ტერიტორიაზე არსებულ უფასო სასადილოებში მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა. 

აქვს გაცნობებთ, რომ ისნის რაიონში არსებულ შვიდივე სასადილოში, სადაც ბენეფიციარებს კონტრაქტორი კომპანია ემსახურება, მკაცრი მონიტორინგი სისტემატურად მიმდინარეობს, რაც, როგორც საკვების მომზადების პროცესის ზედამხედველობას, ასევე მომსახურების, კერძების გაცემისა და სანიტარიული ნორმების კონტროლს მოიცავს. 

ნებისმიერ პირს, რომელიც მსგავსი ფაქტის გასაჯაროებას გადაწყვეტს, ვთხოვთ, ფოტო ან ვიდეომასალა მტკიცებულებად წარმოადგინოს, რის შემდეგაც, კონკრეტული ფაქტის შესწავლა და მასზე შესაბამისი რეაგირება მოხდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×