რეზონანსი
10.04.2019

 (რეზონანსი) "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივანი„ ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება

„ბიძინა ივანიშვილი ჰგავს, ასეთ შემთხვევაში, კუთხეში მომწყვდეულ ვირთხას, რომელიც მზად არის ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა შეინარჩუნოს საკუთარი ძალაუფლება, ქონება, მდგომარეობა და ამას გააკეთებს ის ქვეყნის გაწყვეტის ხარჯზე.

მისი პოლიტიკა, მისი ქმედებები, მისი ნააზრევი, რა თქმა უნდა, საშიშროებას წარმოადგენს ქვეყნისთვის. ჩვენ ყოფნა-არყოფნის საკითხი გვიდგას, მითუმეტეს, ის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ შეშლილია, აღრეული აქვს აზრები, იდეური ოქსომორონია სჭირს და აქედან გამომდინარე, თუ დროზე არ ჩამოვაცილეთ ის ხელისუფლებას, ჩვენ დავკარგავთ ჩვენს სახელმწიფოს," - განაცხადა გუგავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×