რეზონანსი
10.04.2019

 (რეზონანსი) თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე 29-ე საბავშვო ბაღიდან ბავშვების ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "პირველ არხს" განუცხადეს, შენობაში მოკლე ჩართვა მოხდა. მათივე ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ სერიოზული საფრთხე არ არსებობდა, ბავშვები შენობიდან მაინც გაიყვანეს.

საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი ამბობს, რომ ბავშვების ბაღიდან გაყვანის შესახებ პედაგოგებმა ტელეფონით შეატყობინეს. მისივე თქმით, ბავშვებს პრობლემები არ შექმნიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×