რეზონანსი
10.04.2019

 (რეზონანსი) ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის საკლასო ოთახში ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევა სასწავლო პროცესის დროს მოხდა და კლასში პირველკლასელები იმყოფებოდნენ. ინფორმაციას "imedinews" ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ ეტაპზე ჭერის ჩამონგრევის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ამის შესახებ ინფორმირებულია განათლების სამინისტრო და განათლების რესურსცენტრი.

სკოლის დირექტორის მურად ჯიშკარიანის ინფორმაციით, ეს ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ჭერის ჩამონგრევის მეოთხე შემთხვევაა. წინა შემთხვევები ქსპერტიზამ შეისწავლა და კოპანიის ბრალეულობა არ გამოიკვეთა. ქუთაისის მე-2 სჯარო სკოლას რეაბილიტაცია 2016 წელს ჩაუტარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×