რეზონანსი
10.04.2019

 (რეზონანსი) ჟურნალისტი შორენა მარსაგიშვილი ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

„უფასო სასადილოებში კვირაში ერთხელ აძლევენ ბენეფიციარებს ბორშს. ამას წინებზე დავწერე, რომ ჩკალოვის ქუჩაზე მდებარე უფასო სასადილოში კარგა ხანია ბორშს კომბოსტოს გარეშე ამზადებენ. ბენეფიციარებს ეუბნებიან, რომ კომბოსტო გაძვირდა და მადლობა თქვან, რომ საერთოდ რამეს აჭმევენ. მეგონა, რომ ამ ამბის გახმაურების შემდეგ რამე შეიცვლებოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად.

გუშინ, 9 აპრილსაც (სამშაბათია ბორშის დღე) ბორში კომბოსტოს გარეშე იყო. არც მწვანილი ჰქონდა, მხოლოდ ცოტა კარტოფილი ჩააყარეს. ამ საოცნებო ბორშის ფოტოსაც შემოგთავაზებთ. ალბათ არც ახლა შეიცვლება რამე. და მინდა რომ იმ ადამიანებს მოუწიოთ ასეთი საკვების იმედად დარჩენა, ვინც გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე ჯიბეებს ისქელებს", - წერს ჟურნალისტი ფეისბუქზე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×