რეზონანსი
10.04.2019

 (რეზონანსი) ბიძინა ივანიშვილი ჩვენზე გაბრაზებულია, ნაწყენია იმიტომ, რომ ვერ გაგვაჩუმა, - ასე შეაფასა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ და აღნიშნა, რომ ივანიშვილის ხათრით გაჩუმებას არ აპირებს.

„ჩემი გაჩუმება მიხეილ სააკაშვილმა ვერ მოახერხა, მაშინ როდესაც საბრალდებო სკამზე ერთ მხარეს სკოლის მოსწავლე შვილი მეჯდა და მეორე მხარეს ძმა. ეს იყო სწორედ იმისთვის, რომ გავჩუმებულიყავი. ახლა ბიძინა ივანიშვილმა მოინდომა ჩემი გაჩუმება ხათრის გამო. უკაცრავად, როდესაც საქმე ამ ქვეყნის მომავალს, იდეალებს და სამართლიანობას ეხება, მე შვილზე და ძმაზე ძვირფასი არავინ არ მყავს ქვეყანაზე და მათ გამო ვერ გავჩუმდი, ვერავის გამო ვერ გავჩუმდები.

გაბრაზებულია და დღეს სხვაგვარად ჰყვება იმას, რაც რეალობაში სხვაგვარად იყო. აქ ჩვენ ერთმანეთთან სასაუბრო ფუნდამენტი დავკარგეთ. ჩვენ დავრჩით იქ სადაც ვიყავით და მან ნამდვილად შეიცვალა ხედვა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×