რეზონანსი
10.04.2019

 (რეზონანსი) დედაქალაქის მერი კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისში ავტობუსებზე კიდევ ექვსი ქალი მძღოლი იმუშავებს.

„სატრანსპორტო კომპანიაში ქალი მძღოლები შემოგვემატა, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დამატებით ექვსი ქალი დაემატება. ეს გადამზადების საინტერესო პროგრამაა, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ვახორციელებთ.

მათი დაფინანსებით 21-მა ქალბატონმა უკვე დადებითად გაიარა გადამზადება, „დე" კატეგორიის მართვის მოწმობაც მიიღეს. ახალი ავტობუსებზე გვექნება შესაძლებლობა, რომ ქალბატონები მოემსახურონ ჩვენი ქალაქის მოსახლეობას, რაც ძალიან საინტერესო და კარგია", - განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×