რეზონანსი
10.04.2019

 (რეზონანსი) ერთი წელი გავიდა და „ვარკეთილის" ჭერი ვერ გაგვიკეთებია, სირცხვილია, იმოქმედეთ სწრაფად, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისი მთავრობის სხდომაზე განაცხადა და საკუთარ მოადგილეს მიმართა, რომ ეს პრობლემა მალე გადაიჭრას.

კახა კალაძემ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს ტენდერი ცხადდება მეტროს ვაგონების რეაბილიტაციაზე.

"ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ზიარდება ფოტოები მეტროში არსებულ სიტუაციაზე, ხშირია მეტროს ვაგონების მწყობრიდან გამოსვლის შესახებ ინფორმაციები. ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემაა, რომელიც დღეს და გუშინ არ დაწყებულა. წლების განმავლობაში სათანადო თანხები არ იყო მიმართული იმისკენ, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო. შემთხვევითი არ არის, რომ 2018-2019 წელს 100 მილიონი დაიხარჯება მეტროზე. 70 მილიონი დედაქალაქის ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი, 15 მილიონი დოლარი აზიის განვითარების ბანკის მიერ არის მოცემული.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მეტროში არსებული ვითარება მოვაწესრიგოთ და მე პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ვიქნებით თითით საჩვენებელი დედაქალაქის მთავრობა, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს ისე მოაგვარებს და ისე მოაწესრიგებს, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანაში არ იქნება ასეთი. ერთი წელი გავიდა და „ვარკეთილის" ჭერი ვერ გაგვიკეთებია, სირცხვილია, იმოქმედეთ სწრაფად",- განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×