რეზონანსი
10.04.2019

 (რეზონანსი) "ქართული ოცნების" თავმჯდომარის გუშინდელ ინტერვიუს ექსპერტი გია ხუხაშვილი ეხმაურება. ის ივანიშვილის ბრალდებებს არასერიოზულს უწოდებს და მის ინტერვიუს პოლიტიკური მოხუცებულობის დამდასტურებლად მიიჩნევს.

„არ ვიცი სად ამოიკითხა, ან ვინ ჩასჩურჩულა ყურში ის, რომ მე სააკაშვილს ხოტბას ვასხამ. საერთოდ აღარ არის საინტერესო, რასაც ივანიშვილი საუბრობს. მისი ინტერვიუ ფოტოგრაფის ნეგატივს გავდა, რომელსაც ფოტოგრაფი აღარ ამჟღავნებს, შესაბამისად შავის და თეთრის გარჩევა რეალურად შეუძლებელია. რა გითხრათ, ამ ადამიანის მიმართ თანაგრძნობის გარდა არაფერი მიჩნდება. ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ღრმა პოლიტიკური მოხუცებულობის სიმპტომებით სავსე. დიდი ბოდიში, მიშას თვითონ რომ აფინანსებდა მაშინ სააკაშვილი ჩემ თავზე ფეხით დადიოდა,"- აცხადებს „პრაიმტაიმთან" საუბარში გია ხუხაშვილი.

ტელეკომპანია „იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა გია ხუხაშვილს მიხეილ სააკაშვილის მეხოტბე უწოდა და „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური დღის წესრიგის გამტარობაში დაადანაშაულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×