რეზონანსი
10.04.2019

 რუსთავი - თბილისის მარშრუტზე მომუშავე მძღოლების ნაწილი გაიფიცა. საუბარია რუსთავის მეცხრამეტე მიკრორაიონიდან თბილისში, მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლებზე.

მათი თქმით, მათ კომპანია "ინტერტრანსმა" ყოველდღიური შესატანი თანხა 15 ლარით გაუზარდა, მძღოლები კი თანხის შემცირებას ან პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

კომპანიაში კი "ინფო რუსთავს" უთხრეს, რომ ამ მარშრუტზე ყვითელი მიკროავტობუსის შემოყვანა გადაწყვიტეს, რომელზე დასაქმებასაც მძღოლებს სთავაზობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×