რეზონანსი
10.04.2019

 წყნეთში შვილმა საკუთარ მამას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაპირისპირების შედეგად დაჭრილი გივი წერექაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, თუმცა მიზეზი უცნობია.

მეზობლები ამბობენ, რომ მათ ხმაური არ გაუგიათ და წერექაშვილების ოჯახსაც არაკონფლიქტურად ახასიათებენ. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს. 65 წლის მამაკაცის ცხედარი კი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

"დანა დაარტყაო... მამა ძლივს დადიოდა ინსულტის შემდეგ, ეს როგორ გააკეთა..." - ამბობენ მეზობლები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×