რეზონანსი
10.04.2019

 პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ იმ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ჰქონდა უთანხმოება. მისი თქმით, ძირითადი უთანხმოებისა და უკმაყოფილების მიზეზი "იუნისეფის" მიერ გამოქვეყნებული კვლევები იყო, სადაც მოსახლეობის გარკვეული ღარიბი ნაწილი კიდევ უფრო გაღარიბდა, რადგან ხელისუფლებამ გარკვეულ დროს არ შემოიღო რეგლამენტაციები.

"ამასთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ იყო მითითებული, რომ ეს რეგლამენტები შემოსაღები იყო და მეც ძალიან ვაქტიურობდი ამ ფონზე. ეს იყო ჩვენი განხეთქილების მიზეზი და ჩემთვის იყო ტრაგიკული, როდესაც გავიგე, რომ ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" ყოფნის პერიოდში მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ყოფა გაუარესდა. გახსოვთ მაშინდელი რეაგირებაც, კონფლიქტი პრემიერთან და ჩემი განცხადებები", – განაცხადა "იმედის" ეთერში ივანიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×