რეზონანსი
10.04.2019

 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თელავში ახალგაზრდა დაშავდა. შემთხვევა ერეკლე მეორეს გამზირზე მოხდა. ერთმანეთს ჯიპის მარკის ავტომობილი და მოპედი შეეჯახა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მოპედის მძღოლი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას დაზიანებები აქვს მიღებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×