რეზონანსი
09.04.2019

 პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოში გარედან მართული დაპირისპირების რისკი არსებობს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ერი, საზოგადოება ვერ ახერხებს შეთანხმებას, გარე ძალები ამ დროს ძალიან ნაყოფიერ ნიადაგს ნახულობენ იმისთვის, რომ მოახერხონ და ქვეყანა დააზიანონ.

"ჩვენ სამწუხაროდ, ჩვენივე გამოუცდელობით მოვახერხეთ ყველაზე მეტი, რომ პრაქტიკულად დავანგრიეთ ეკონომიკა სამოქალაქო ომის დროს. იმის შემდეგ 2008 წლის ომიც ვერ აიცილა თავიდან ჩვენმა გაუაზრებელმა ხელისუფლებამ, უამრავი დევნილი მივიღეთ და მივიღეთ ძალიან დანგრეული ეკონომიკა. შესაბამისად, საგარეოზე და გარე მტერზე ამის დაბრალება არასწორი იქნება. 

შეგვიძლია გადაწყვეტით გითხრათ, რომ დღეს არანაკლებია მცდელობები გარედან, მაგრამ თუ შიგნით ხელისუფლება ახერხებს საზოგადოებასთან შეთანხმებას ძირითად ფასეულობებზე, თუ ემოციებს სჭარბობს რაციონალიზმი და ამის მაგალითია ის, რომ ჩვენ მეშვიდე წელიწადია სტაბილურად ვახერხებთ ყველა მიმართულებით განვითარებას, გარე მტერი ვერაფერს ვერ დაგაკლებს. ყველაზე დიდი პრობლემა ყოველთვის იყო შიდა ღალატი და შიდა შეუთანხმებლობა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×