რეზონანსი
09.04.2019

 (რეზონანსი) როგორც „პრაიმტაიმისთვის" გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში 9 აპრილთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე ტრაგიკულად დაღუპული ეკა ბეჟანიშვილის დედა მიწვეული არ ყოფილა. ამის შესახებ მან თავად განგვიცხადა.

თუმცა, ეს არ ყოფილა ერთადერთი შეცდომა პრეზიდენტის მხრიდან.

ის სიტყვით დაღუპულთა ოჯახის წევრებს და დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებს მიმართავდა, რა დროსაც ჩამონათვალში თამარ ჭოველიძე საერთოდ გამორჩა, ხოლო ეკა ბეჟანიშვილის გვარი შეცდომით წარმოთქვა და ეკა ბეჟანაშვილად მოიხსენია. ჭოველიძის გამორჩენის გამო ღონისძიების დასრულებამდე გარდაცვლილი 16 წლის გმირის მამამ დარბაზი დატოვა.

„როგორ თუ რატომ მივდივარ, ჩემი შვილი არ ახსენეს საერთოდ. ჯერ ერთი დაგვიძახეს და სკამი არ იყო რომ დავმჯდარიყავით და მეორე ჩემი შვილის სახელი საერთოდ არ ეწერა და მე რატომ დამიძახეს", - განაცხადა აკაკი ჭოველიძემ დარბაზის დატოვებისას.

ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის სასახლეში მიღება დასრულდა.

 

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×