რეზონანსი
09.04.2019

 (რეზონანსი) ქალაქ სოლ-ილეცკის სასამართლომ დღეს გათავისუფლებული "კანონიერი ქურდი", ტარიელ ონიანი კვლავ დააკავა - ამჯერად, 40 დღით. ამის შესახებ მედიას სოლ-ილეცკის სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწემ, ლინიზეც შევჩიკმა განუცხადა.

"ის პირდაპირ კოლონიის კართან აიყვანეს. რაიონული პროკურორის შუამდგომლობით, სასამართლომ მას 40-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, ციხეში 19 მაისამდე დარჩება", - განაცხადა შევჩიკმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტარიელ ონიანი, გათავისუფლების შემდეგ, რუსეთიდან უნდა დაედეპორტებინათ, ვინაიდან მას არ გააჩნია რუსეთის მოქალაქეობა და იმ პატიმრობის ვადა არ აქვს ამოწურული, რომელიც მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ჰქონდა მისჯილი.

 

წყარო: kvira.ge

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×