რეზონანსი
09.04.2019

 (რეზონანსი) ზუგ­დი­დის სო­ფელ ორ­სან­ტი­ა­ში, ენ­გუ­რის ნა­პი­რას ნა­თე­სა­ვე­ბი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის სო­ფელ ოტო­ბა­ი­ა­ში გარ­დაც­ვლი­ლი ჯ.თ-ს სახ­ლი­დან გა­მოს­ვე­ნე­ბას ელო­დე­ბი­ან. გარ­დაც­ვლი­ლის სახ­ლი ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ტე­რი­ტო­რი­ი­დან 50-მდე მეტრშია. ნა­თე­სა­ვე­ბის თქმით, ისი­ნი აქ იმი­ტომ შე­იკ­რიბ­ნენ, რომ გა­მოღ­მა ნა­პი­რი­დან მი­ა­გონ პა­ტი­ვი მიც­ვა­ლე­ბულს.

„კარ­გად ჩანს სახ­ლი, სა­ი­და­ნაც მიც­ვა­ლე­ბუ­ლი უნდა გა­მო­ას­ვე­ნონ და აქე­დან მა­ინც და­ვი­ტი­რებთ. დღეს უნდა დაკ­რძა­ლონ ოტო­ბა­ი­ა­ში და აქე­დან გად­მოს­ვე­ნე­ბის პრო­ცესს ვნა­ხავთ. იმ სო­ფელ­ში ვარ გაზ­რდი­ლი, ექ­ვსი წე­ლია რაც არ გა­დავ­სულ­ვარ იმი­ტომ, რომ ზუგ­დიდ­ში ვარ გა­თხო­ვი­ლი და ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში რომ გა­და­ვი­დე, შე­სა­ბა­მი­სი სა­ბუ­თი არ მაქვს.გარ­დაც­ვლი­ლი ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლია, რო­მელ­საც ვერ ვტი­რი. აქამ­დე ხიდ­თან მო­ას­ვე­ნებ­დნენ მიც­ვა­ლე­ბულს და ისე შეგ­ვეძ­ლო და­ტი­რე­ბა, ახლა რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ესეც აკ­რძა­ლეს..." - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი.

 

 

"ამბები.ჯი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×