რეზონანსი
09.04.2019

 (რეზონანსი) პენიტენციური სისტემის რეფორმის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი ემზარ საბანაძე ტარიელ ონიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით „კვირის პალიტრასთან"ინტერვიუში აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული ონიანი რუსეთმა საქართველოში გამოუშვას:

"თუ რუსები ონიანს შემოგვიგდებენ, აჯობებს, ჩვენმა სამართალდამცველებმა ქვეყნიდან­ გაუშვან, ვინაიდან ონიანი ჩვენს ძალოვანებს დიდ პრობლემებს შეუქმნის. რუსები ყველანაირად შეეცდებიან ონიანის გამოყენებას. ჩვენი კონტრდაზვერვა და სუს-ი ფხიზლად უნ­და იყვნენ", - აცხადებს საბანაძე.

ტარიელ ონიანმა 10 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ციხე დღეს დატოვა. ჯერჯერობით უცნობია ე.წ. კანონიერი ქურდს ბედი- სად მოხდება მისი დეპორტაცია. არსებული ინფორმაციით, ონიანი ესპანეთის მოქალაქეა და ესპანეთს ფულის გათეთრების ბრალდებით, მასზე ძებნა აქვს გამოცხადებული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×