რეზონანსი
09.04.2019

 (რეზონანსი) „დაუკარით" - ამ სიმღერას ლელა ვეფხვაძე 30 წლის შემდეგ ისევ რუსთაველზე, ისევ იმ ადგილზე მღერის, „პრაიმტაიმთან" კი ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში მის ცხოვრებაში მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა.

„ისევ მეტროში ვმღერი, ისევ ქირით ვარ", - აცხადებს ლელა ვეფხვაძე.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს კი, მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

 

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×