რეზონანსი
09.04.2019

 საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ინფორმაციით, ავღანეთში, ბაგრამის ბაზასთან მომხდარი აფეთქების შედეგად, ქართველი სამხედროები არ დაშავებულან. მან აფეთქების დაღუპული სამხედროების ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ავღანეთის მისია არის ძალიან საპასუხისმგებლო.

"სამწუხაროდ, გუშინ ეს შემთხვევა მოხდა. მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. ამასთან მინდა, განვაცხადო, რომ ამ ინციდენტის შედეგად, ქართველი სამხედროების რიგებში მსხვერპლს ან დაზიანებას ადგილი არ ჰქონია. ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო მისია. კიდევ ერთხელ ხედავთ, რა საფრთხეების გამკლავება უწევთ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა იზორიამ.

ავღანეთში აფეთქების შედეგად, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო და ერთი კონტრაქტორი დაიღუპა. პენტაგონის ცნობით, აფეთქება ბაგრამის ბაზასთან მოხდა და შედეგად დაშავდა სამი ამერიკელი სამხედროც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×