რეზონანსი
08.04.2019

 (რეზონანსი) რუსთავის ეპარქია სასულიერო პირების დაპირისპირების ვიდეოს ასაჯაროებს. ბერი გაბრიელის ბრალდებებს რუსთავის ეპარქიაში "ცილისმწამებლურ მითქმა-მოთქმას" უწოდებენ.

,,ბოლო პერიოდში დიდი აღშფოთება გამოიწვია რუსთავის ეპარქიაში, ბერი გაბრიელის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა. გვესმის უამრავი ცილისმწამებლური მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, თითქოს მას რუსთავის ეპარქიის სამღვდელოება ფიზიკურად გაუსწორდა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გავასაჯაროოთ იმ კრების ვიდეო მასალა, რომელზეც მოხდა აღნიშნული დაპირისპირება. დაე საზოგადოებამ თუ მრევლმა თვითონ განსაჯოს მტყუან-მართალი", - აღნიშნულია ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ბერი გაბრიელი ამბობს, რომ რუსთავის ეპარქიაში სასულიერო პირებმა სცემეს. რუსთაველი მიტროპოლიტი მეუფე იოანეს მტკიცებით კი, ბერი გაბრიელი წაიქცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×