რეზონანსი
08.04.2019

 (რეზონანსი) საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 9 აპრილთან დაკავშირებით გავრცელებულ ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს ეხმაურება და სპეციალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს.

„ხან ზვიად გამსახურდიათი სპეკულირებს, ხან მისი პირადი მტრით, ბადრი პატარკაციშვილით, ხან ზურაბ ჟვანიათი, ახლა მიადგა 9 აპრილს დაღუპულ ჩვენს გმირებს. ამ წერილში ნათქვამია ეშმაკზე, რომელიც თიშავს. ახლა მინდა გკითხოთ საღად მოაზროვნე ქართველებს - აბა გამოიცანით რა შეიძლება ერქვას იმ არსებას, ვინც 9 აპრილის ჯალათს, ლებედს მუდმივად აფინანსებდა მრავალი წლის განმავლობაში, 9 აპრილის შემდეგ?! შეიძლება ეშმაკი ეწოდოს ხო? რა ქვია იმ ადამიანს, ვინც საქართველოს ეკონომიკური ზრდა შეაჩერა? შემთხვევით ეშმაკის ხელი ხომ არ ურევია ამაში?... შემთხვევით ის არსება ხომ არა, რომელიც ხეებს ჯერ გლეჯს, ანადგურებს? შემთხვევით ეშმაკი 1 მეტრი და 65 სანტიმეტრი ხომ არ არის სიმაღლეში, ლურჯ კოსტუმებს ხომ არ იცვამს, სოლოლაკის მთაზე ხომ არ არის წამოსკუპებული და ხომ არ დაყურებს ხალხს ზემოდან", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×