რეზონანსი
08.04.2019

 (რეზონანსი) რუსი ოკუპანტების მიერ 5 აპრილს სოფელ შამგონადან გატაცებული გელა როსტობაია თავისუფალია, როგორც გატაცებული მამაკაცი აცხადებს, მის გათავისუფლებას სასამართლოს გამართვის შემდეგ აპირბდნენ, თუმცა დღეს, 4 საათისთვის მოულოდნელად გამოუშვეს, გელა როსტობაიას თქმით, მას ჯარიმის თანხა არ გადაუხდია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მის ოჯახსა და ახლობლებს ფულის გადახდა მაინც მოუწიათ.

როსტობაია გატაცების დეტალებსაც იხსენებს, მისი თქმით, ოკუპანტები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 150 მეტრის სიღრმეზე იყვნენ შემოსულები, შეიარაღებული სამხედროები, რომელთაც თან ძაღლი ახლდათ, მას მოულოდნელად თევზაობისას დაადგნენ თავზე და ენგურის მეორე ნაპირზე გადაიყვანეს, ის ე.წ საზღვართან მდებარე სამხედრო ბაზაზე ჰყავდათ, შემდეგ კი გალის მილიციის იზოლატორში გადაიყვანეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×