რეზონანსი
08.04.2019

 (რეზონანსი) მაჭახლის ხეობაში მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. ამის შესახებ ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.

მომხდარის შედეგად ორი მგზავრი დაშავდა. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს და საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირდათ.

ხეობაში მრავლად მოგზაურობენ უცხოელი ტურისტები, თუმცა თვითმხილველების თქმით, ორივე მგზავრი საქართველოს მოქალაქეა.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×