რეზონანსი
08.04.2019

 ხაშურში 30 წლამდე ასაკის ქალი მეზობლებმა, საკუთარი სახლის სარდაფში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ადგილობრივრივების განცხადებით, ახალგაზრდა ქალმა თვითმკვლელობა ერთი თვის წინაც სცადა. მას ერთი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.

"ერთი თვის წინაც სცადა თვითმკვლელობა, მეუღლე ჰყავს ალკოჰოლზე დამოკიდებული და ხშირად მოსდიოდათ ჩხუბი. ოჯახს წაუყვანია ამ პრობლემების გამო, გაშორებულები იყვენენ, თუმცა ამ ყველაფრის შემდეგ შეურიგდა და ისევ ერთად ცხოვრობდნენ. დღეს მეზობლებს უნახავთ საკუთარი სახლის სარდაფში ჩამოკიდებული, ჩამომხრჩვალი იყო უკვე და ვერ უშველეს. ერთი შვილი დარჩა, სკოლის მოსწავლე ანგელოზივით ბავშვია", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი "დიანიუსთან" საუბრისას.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×