რეზონანსი
07.04.2019

 (რეზონანსი) დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი დამწვრობით შოკში იმყოფება და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, მამაკაცს დამწვარი აქვს სახე, გულ-მკერდი, ზემო და ქვემო კიდურები.

„ჩვენს კლინიკაში ახალგაზრდა მამაკაცია მოთავსებული, რომელსაც სხეულის 35 პროცენტი აქვს დამწვარი. აღენიშნება სასუნთქი გზების მეორე-მესამე ხარისხის დაზიანება. დამწვარი აქვს სახე, გულ-მკერდი, ზემო და ქვემო კიდურები. მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, საკმაოდ სერიზულ დიაგნოზთან გვაქვს საქმე. ის მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში. საქმე გვაქვს დამწვრობით შოკთან. შოკიდან გამოსვლის შემდეგ დაისახება მისი მკურნალობის გზები", - განაცხადა ქაშიბაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×