რეზონანსი
07.04.2019

 (რეზონანსი) ხალანდრში ოჯახური ტრაგედია დატრიალდა. 27 წლის მამაკაცმა საკუთარი 4 წლის შვილი კარაბინის ტიპის თოფით მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა ბინაში, სადაც ბოლო 1 წლის მანძილზე ცხოვრობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი, რომელთანაც ის დაშორებული იყო, დიდხანს ურეკავდა, მაგრამ მის არცერთ ზარს არ უპასუხა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ქალმა ბინაში მისვლა, სადაც საზარელი სურათი დახვდა. 4 წლის ბიჭი და მისი მამა გარდაცვლილები ეყარნენ.

ამ დრომდე უცნობი რჩება, თუ რამ უბიძგა მამაკაცს სასტიკი ქმედებისკენ.

 

 

2020news.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×