რეზონანსი
07.04.2019

 (რეზონანსი) "მეტი სიფრთხილეა საჭირო, კუსტარულად დაყენებული გაზგამათბობლები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს" -ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ დიღმის მასივში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა, რომლის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათშორის 7 თვის ბავშვი."პრობლემა არის იმაში რომ ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო, იმასთან დაკავშირებით რომ გაზგამათბობლები რომელიც კუსტარულად არის დაყენებული სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ზოგადად პრობლემებს იწვევს ეს. უფრო მეტი კომუნიკაცია, უფრო მეტი ახსნა-განმარტება არის საჭირო,მოსახლეობისთვის.

ცხადია, ეს ადამიანები იქ ცხოვრობდნენ, გაქირავებული იყო მაგრამ ცხოვრობდნენ. უფრო მეტი სიფრთხილე არის საჭირო",-განაცხადა დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×