რეზონანსი
07.04.2019

 (რეზონანსი) არას­წო­რად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გამო, თით­ქოს კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის აა­ლე­ბამ­დე შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რა­მაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, გა­მო­იწ­ვი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში პა­ნი­კის და­თეს­ვა, კომ­პა­ნია „ყა­ზტრანსგაზ თბი­ლი­სი" აქ­ვეყ­ნებს შე­მო­სუ­ლი ზა­რე­ბის ქრო­ნო­ლო­გი­ას, - ამის შე­სა­ხებ კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

„კომ­პა­ნი­ის ცხელ ხაზ­ზე ზარი კორ­პუს­ში გა­ზის სუ­ნის შე­სა­ხებ შე­მო­სუ­ლია 11:50:32 სა­ათ­ზე. სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ჯგუ­ფი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­სუ­ლია 11:55:27-ზე, ხოლო ად­გილ­ზე ჯგუ­ფი მი­ვი­და 12:11:07 სა­ათ­ზე, აა­ლე­ბა მოხ­და 12:10 სა­ათ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ კომ­პა­ნია „ყა­ზტრანსგა­ზი თბი­ლი­სის"წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შემ­თხვე­ვამ­დე ად­გილ­ზე 30 წუ­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ვიდ­ნენ, სიც­რუ­ეა და ასე­ვე არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს, თით­ქოს სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ჯგუ­ფი აა­ლე­ბამ­დე იყო მი­სუ­ლი და დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად გა­ზის სუნი ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნა. ვთხოვთ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს, თავი შე­ი­კა­ვონ არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან, რაც ხელს უწყობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას", - აღ­ნიშ­ნუ­ლია „ყა­ზტრანსგა­ზის" გან­ცხა­დე­ბა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×