რეზონანსი
07.04.2019

 (რეზონანსი) რუსული რადიოსადგურის "Эхо Москвы"-ს პროგრამა "Особое мнение"-ში ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა მაქსიმ შევჩენკომ ისაუბრა.

"ერთი მხრივ, რუსეთი ისეთი სახელმწიფოა, სადაც ქართველებს თვითმფრინავებში პირდაპირ „ტვირთავდნენ" და ქვეყნიდან ისე აძევებდნენ... რუსეთი უკვე მრავალი წელია საქართველოს ჩექმით წიხლავს ისე, როგორც შეუძლია. მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ჩვენთან მტრად არის გამოცხადებული (და იგი ჩემთვისაც მტერია), თვითონ მოსკოვმა დასვა [პრეზიდენტად] - ევგენი პრიმაკოვმა და იგორ ივანოვმა ყველაფერი გააკეთეს, რომ იქ მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო. საქართველოს რა არ გაუკეთეს, ათასნაირად ლანძღავდნენ და ახლა ისე გვაჩვენებენ თავს, რომ თითქოს ძალიან სწუხან გიორგი დანელიას გარდაცვალებაზე. ამ საკითხში მათ არავინ არ დაუჯერებს", - განაცხადა შევჩენკომ.

 

 

 

Радио Эхо Москвы

2020news.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×