რეზონანსი
07.04.2019

 (რეზონანსი) დიღმის მასივში გაზის აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

როგორც პირველ არხს სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს, თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში ოთხი ადამიანია გადაყვანილი. დაშავებულთა შორის ერთი ბავშვია.

აფეთქება დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში, ხუთსართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე მოხდა.

მომხდარის შედეგად, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი, ჩამონგრეულია კედლები.

ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×